Thursday, June 20, 2019

შემაჯამებელი სამუშაოს როლის გაზრდა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესში


ქეთევან მესხიშვილი

კვლევა წარდგენილია 175-ე საჯარო სკოლის დირექციის წინაშე








თბილისი,2019



“როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო   წესების შესაბამისად“



სარჩევი
აბსტრაქტი...............................................................................1
შესავალი.................................................................................................2 
შემაჯამებელი დავალების ტიპები.....................................................4
შემაჯამებელი დავალების შეფასება...................................................7
1.1.კვლევის მიზნები და ეტაპები........................................................9
1.2.კითხვარი მოსწავლეებისთვის.......................................................9
1.3.კითხვარი მასწავლებლებისთვის.................................................10
გამოკითხვის საფუძველზე საკვლევი პრობლემის შედეგები......12
2.1.დიაგრამები......................................................................................14
2.2.დიაგრამები......................................................................................17
პრობლემის იდენტიფიცირება, ინტერვენცია, დასკვნა.................21
პირველი და მეორე სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოს შედეგები..24
გამოყენებული ლიტერატურა.................................................................26


აბსტრაქტი

წარმოდგენილი კვლევა ეხება შემაჯამებელი სამუშაოების როლსა და ტიპებს, მის არსს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლების პროცესში.  შემაჯამებელი დავალების მრავალგვარობას. რა მიზანს ემსახურება შემაჯამებელი დავალების არსებობა, არის თუ არა ის სწავლის შედეგებისა და მიზნების ეფექტური განმსაზღვრელი. რამდენად არის შემაჯამებელი სამუშაო მოსწავლის ცოდნის ობიექტურად განმსაზღვრელი ინდიკატორი, რა დადებითი ან უარყოფითი მხარე შეიძლება ჰქონდეს შემაჯამებელ დავალებას, როგორ აფასებენ მას მასწავლებლები და მოსწავლეები, როგორ შეიძლება მივიდეთ საუკეთესო შედეგებამდე.















1

შესავალი
აღნიშნული კვლევის მიზანია განისაზღვროს შემაჯამებელი სამუშაოს როლი ქართული ენის შესწავლის პროცესში. შემაჯამებელი სამუშაო სწავლის შემდგენელი ნაწილია გარკვეულ ეტაპებზე არა მხოლოდ მოსწავლეებისათვის, არამედ მასწავლებლისთვისაც კი. მასწავლებლები ყოველი თვის გარკვეულ მონაკვეთში უთმობენ საკმაო დროს შემაჯამებელი სამუშაოების შედგენას, შემდეგ მათ გასწორებას და, თავის მხრივ, მოსწავლეებისთვის შემაჯამებელი დავალება არის ის სავალდებულო კომპონენტი სწავლის პროცესში, რომლის შესრულებაც მათ აუცილებლად უწევთ და განმსაზღვრელ შეფასებასაც იღებენ.
შემაჯამებელი დავალება გარკვეულწილად განსაზღვრავს, როგორც მოსწავლის მიმდინარე შეფასებას, ასევე მისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას სკოლასა და სკოლის გარეთ.
ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოიკვეთა ინტერესი და ასევე აზრთა სხვადასხვაობა შემაჯამებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტორი გახდა მიზეზი იმისა, რომ დავინტერესებულიყავი აღნიშნული საკითხით და მეცადა უკეთ შემესწავლა შემაჯამებელი დავალების არსი   და როლი არა მხოლოდ მოსწავლის გადმოსახედიდან, არამედ თავად მასწავლებლების  შეფასების ანალიზიც მომეხდინა.
ჩემი კვლევა მოიცავს თითოეული ჯგუფის შედეგებს: რას ფიქრობენ ისინი შემაჯამბელ დავალებაზე ქართულ ენაში, რამდენად მნიშვნელოვანია შემაჯამებელი დავალების როლი ქართული ენისა და ლიტერატურის სრულფასოვანი ფლობისთვის და, ზოგადად, ხარისხიანი განათლების მიღების პროცესში რამდენად  მნიშვნელოვანია შემაჯამებელი დავალების ფორმა და ტიპი, რამდენი დრო ეთმობა მის შედგენას მასწავლებლის მხირდან და როგორ მზაობას იჩენენ მოსწავლეები შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებისას.
კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მე-5 -მე-6 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.
კვლევამ მოიცვა რაოდენობრივი და თვისობრივი კლევის მეთოდები,უშუალო დაკვირვება, ანკეტირება, ინტერვიუ, რათა უფრო ნათელი გამხდარიყო შედეგები და საკითხის არსი.
კვლევამ აჩვენა, რომ: ყველა მოსწავლე სიხარულით არ ხვდება შემაჯამებელ დავალებებს, მოსწავლეებში ის ხშირად იწვევს ღელვასა და ნერვიულობას, რადგან იციან, რომ შემაჯამებელ დავალებაში მიღებული მათი ნიშანი გადამწყვეტ თუ არა, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მათი საბოლოო ნიშნის განსაზღვრაში.

2
კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ შემაჯამებელი დავალებების ეფექტიანობის განსაზღვრა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მათი როლი მოსწავლეთა შედეგების გაზომვაში, რომელიც უნდა უახლოვდებოდეს ესგ-ით განსაზღვრულ სტანდარტს. ამ კუთხით რამდენიმე კვლევაა ჩატარებული, რომლებიც აჩვენებს, რა კავშირია შემაჯამებელ დავალებებსა და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას შორის. ჩემი კვლევა,იმდენად რამდენადაც, პრაქტიკული კვლევაა, სასარგებლო ინფორმაციის შემცველია ზოგადსაგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისათვის, მასწავლებელებისა თუ მოსწავლეებისთვის.  შედეგები კი, შესაძლოა, პრაქტიკაში  ეფექტურად გამოიყენონ მასწავლებლებმა.
კვლევამ გვაჩვენა, რომ მოსწავლეებზე დადებითად მოქმედებს, ზოგჯერ მათ მოტივაციას საგრძნობლად ზრდის ისეთი შემაჯამებელი დავალებები, რომლებიც მხოლოდ წერითი ფორმით არ სრულდება.მაგალითად, პროექტი,სადაც მოსწავლემ ზუსტად იცის, რა კომპონენტებით შეფასდება კონკრეტულ პროექტზე მუშაობისას.  ისეთი მოსწავლეებიც კი იჩენენ მოტივაციას,რომლებიც საშუალოდ ან სუსტად სწავლობენ.
 მოსწავლეთა სერიოზული დემოტივატორი აღმოჩნდა შემაჯამებელი დავალებები, რომელებიც მოცულობით  ვრცელია და, ფაქტობრივად, კომპლექსურად შედგენილი, ბევრი მოსწავლისთვის 45 წუთიანი დროის ლიმიტიც ერთგვარი ბარიერია მსგავსი შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებისას გაკვეთილზე და შედეგად იღებენ დაბალ შეფასებას.

საინტერესოა, რომ თითქმის ერთნაირი მიდგომა აქვთ შემაჯამებელი დავალებების მიმართ სხვადსხვა აკადემიური მოსწრების, სხვადასხვა ინტერესებისა თუ უნარების მოსწავლეებს. ეფექტიც შემაჯამებელი დავალებისა თითქმის ერთნაირია.






3
შემაჯამებელი დავალების ტიპები
Bottom of Form
ოცდამეერთე საუკუნეში მასწავლებელი  ახალი  გამოწვევების წინაშე დადგა. მაგრამ  არის მთელი რიგი საქმიანობებისა, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. ერთ-ერთ ასეთად ითვლება შემაჯამებელი დავალებები.ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში შემაჯამებელ დავალებას
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სემესტრის გამნავლობაში მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ სამ კომპონენტში:
1. საშინაო დავალება;
2.საკლასო  დავალება;
3.შემაჯამებელი დავალება.
შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.   შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
 ყველა  მასწავლებელმა კარგად იცის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. ამ კომპონენტით შეფასებისას სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება:
1.თხზულება;
2.ტესტური დავალება;
3.მოხსენება;
4.რეფერატი;
5.პროექტი;
6. შემოქმედებითი წერა, (რომელიც თავის მხრივ გულისხმობს მრავალფეროვნებას: განაგრძე ამბავი, შეცვალე მოთხრობის ფინალი, ანდაზის მიხედვით დაწერე იგავი, აღწერე სურათი( აღწერითი ტიპის ტექსტი) გადმოეცი ფილმიდან მიღებული შთაბეჭდილება, საკვანძო სიტყვებით დაწერე ამბავი, მოთხრობის შინაარსის მიხედვით შექმენი სხვადასხვაგვარი ტექსტი: დაწერე განცხადება, ააგე დიალოგი, დაწერე გამოხმაურება, საგაზეთო სტატია)
7. ზეპირი შემაჯამებელი- პრეზენტაცია;
8. არგუმენტირებული ესე
9. ტესტი
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყველა საგნისთვის დაზუსტებულია შემაჯამებელი დავალებების მინიმალური, სავალდებულო რაოდენობა თითოეული სემესტრისათვის ცალ-ცალკე. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა ჩაატაროს სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა შემაჯამებელი დავალება. თუმცა, კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, მასწავლებელს შეუძლია დაამატოს შემაჯამებელი დავალებები.
4
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ დაესწრო შემაჯამებელ დავალებას, სკოლამ უნდა შეუწყოს ხელი და შესთავაზოს დამატებითი შემაჯამებელი სამუშაო.
შემაჯამებელი დავალებების აღდგენა ვრცელდება, როგორც სავალდებულო, ისე მასწავლებლის მიერ დამატებულ შემაჯამებელ დავალებებზე. გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
ყველა მასწავლებელმა იცის, რომ ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები.
 ამ მოთხოვნების შესაბამისად შესრულებული შემაჯამებელი სამუშაოები არაჩვეულებრივი  მასალაა იმისათვის, რომ მასწავლებელმა მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების რეფლექსია მოახდინოს. ხშირად მასწავლებელი ამა თუ იმ კლასში წერს სემესტრულ ან წლიურ ანგარიშს შემაჯამებელი სამუშაოების  შესახებ და ამ ანგარიშს წარადგენს კათედრაზე კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით და  განათავსებს თავის პორტფოლიოში. შემაჯამებელი სამუშაოების ეტაპობრივი განზოგადების  აქტივობები ეხმარება მასწავლებელს თვითგანვითარებასა და პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფაში. ანგარიშის მოცულობა და ფორმა არ არის დადგენილი და მასწავლებელი თავისუფალია ფორმატისა და  ზომის შედგენაში.
შემაჯამებელი დავალება , როგორც უკვე აღინიშნა, არსებობს სხვდასხვა ტიპის. როგორც წერითი, ისე ვერბალური. წერითი დავალებით შეიძლება მოსწავლის როგორც ცოდნის,
ისე უნარ-ჩვევების შემოწმება მიზნის კვალობაზე.
ფაქტობრივი ცოდნის შესამოწმებლად ვიყენებთ შემდეგი ტიპის
ტესტებსდავალების ტიპი – არჩევითბოლოიანი დავალებების ტესტები სამი ან ოთხი სავარაუდო პასუხით. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
ქრონოლოგიის განსაზღვრა; როდესაც შეიძლება მოსწავლეს დავავალოთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგოს რომელიმე კონკრეტულ ტექსტში არსებული ფაქტები და მოვლენები.
შეცდომის აღმოჩენა, როდესაც მოსწავლეს ევალება ტექსტის რედაქტირება, რაც გულისხმობს მოსწავლის მიერ შეცდომების აღმოჩენასა და გასწორებას, შეცდომები შესაძლოა იყოს როგორც გრამატიკული, ისე სტილისტური და პუნქტუაციური.
მოსწავლის ცოდნასთან ერთად შემაჯამებელი დავალება შეიძლება იყოს მოსწავლის უნარ-ჩვევების შემოწმებაზე გათვლილი, როგორიცაა ესეს წერა, ამ შემთხვევაში ჩანს მოსწავლის ზოგადი აზროვნება და დამოკიდებულება სოციალურად აქტუალური საკითხებისადმი.
5

გარდა ამისა, მოსწავლეს უვითარდება ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.
არგუმენტი უნდა იყოს კონკრეტული, ნათლად ჩამოყალიბებული და დასრულებული აზრის მატარებელი.
ამავე ტიპში ერთიანდება რომელიმე მხატვრული ნაწარმოებიდან ამონარიდი და მისი ანალიზი. რამდენად შეუძლია მოსწავლეს თანმიმდევრული მსჯელობა, გაგება-გააზრება და სინთეზი.
წაკითხული ტექსტის გააზრება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებას, არამედ ლოგიკურ აზროვნებასაც.
მიმაჩნია, რომ შემაჯამებელი სამუშაოს შედგენისას მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, სწორად და ზუსტად უნდა განსაზღვროს მოსწავლის ცოდნის რა ასპექტის შემოწმება სურს, ან რომელი უნარების განვითრებას ემსახურება მასწავლებლის მიერ შერჩეულ-შედგენილი შემაჯამებელი დავალება.
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს შემაჯამებელი დავალების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სტანდარტთან შესაბამისობა, თუ რა შედეგის მომცემი უნდა იყოს აღნიშნული დავალების შესრულება.
შემაჯამებელი სამუშაო ერთგვარი დასკვნითი ინდიკატორი უნდა იყოს მოსწავლის ცოდნის, შემაჯამებელმა დავალებამ მაქსიმალურად მკაფიო სურათი უნდა მოგვცეს, თუ რას წარმოადგენს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, რისი უკეთ გაგება შეძლო და რისი ნაკლებად, რაც შემდეგში მასწავლებელს დაეხმარება არა მხოლოდ შემაჯამებელი, ზოგადად, მოსწავლეზე ორიენტირებული დავალებების შედგენაში.
უმეტესად, შემაჯამებელი დავალება უნდა იყოს ორიენტირებული არა ცოდნის ფაქტობრივი დონის შესამოწმებლად, რომელიც გულისხმობს კითხვებს, რა? სად? როდის? არამედ რატომ? როგორ? და რისთვის? რათა მოსწავლის ცოდნა მაქსიმალურად წარვმართოთ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისკენ, როგორიცაა გაგება-გააზრება, სინთეზი.
ნებისმიერი ფორმის, წერითი თუ ვერბალური, შემაჯამებელი დავალება უნდა იყოს შედგენელი მარტივიდან რთულისკენ, რათა ყველა აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლემ შეძლოს მისი შესრულება.




6
შემაჯამებელი დავალების შეფასება
როდესაც ვსაუბრობთ შემაჯამებელ დავალებაზე, აუცილებელია აქვე ვახსენოთ მისი შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანია, ყველა ტიპის შემაჯამებელ დავალებას ახლდეს შესაბამისი შეფასების კომპონენტები, რომლებიც, თავის მხრივ, უნდა იყოს ვალიდური და გამჭვირვალე, მოსწავლეში იწვევდეს სანდოობას და , რაც მთავარია, მოსწავლემ უნდა იცოდეს ყველა ის ასპექტი თუ შეფასების რუბრიკა, რითიც მასწავლებელი მოსწავლეს ნაშრომს შეუფასებს.
ცხადია, რომ შეფასების რუბრიკა უნდა შედგეს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის შემაჯამებელ დავალებას ადგენს მასწავლებელი.
შემაჯამებელი დავალებები, განსხვავებით საკლასო ან საშინო დავალებებისგან, ყოველთვის მოითხოვს არა განმავითარებელ, არამედ განმსაზღვრელ შეფასებას.
როდესაც შემაჯამებელი დავალება ტესტური სახისაა, ან ტექსტის წაკითხულის გააზრებაა, მოსწავლემ იცის, თითოეულ სწორ პასუხში რამდენ ქულას მოაგროვებს, მაგრამ როდესაც შემაჯამებელი დავალება გულისხმობს, რაიმე ნაწარმოების ანალიზს, ან ესეს წერას, მაშინ განსაკუთრებული სიზუსტით უნდა იყოს შეფასების რუბრიკა შედგენილი.
აქვე მნიშვნელოვანია ერთი საკითხიც, რომელიც კვლევისას გამოიკვეთა, მოსწავლეთა პასუხებიდან ირკვევა, რომ ზოგჯერ ისინი დროულად ვერ იღებენ უკუკავშირს საკუთარ ნაშრომზე, რაზეც უმეტესობა მათგანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ მასწავლებელმა უნდა დაიცვას განსაზღვრული დროის ვადები და მოსწავლეს დროულად მიაწოდოს უკუკავშირი, ამ შემთხვევაში მიღებული ქულის სახით, თუმცა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მიღებული ქულა არადამაკმაყოფილებელია იმისთვის, რომ მოსწავლემ ზუტად იცოდეს, რა საკითხში რა შეცდომა დაუშვა, ანდა რა იყო მის ნაშრომში ძლიერი ან სუსტი მხარე, გამოდის, რომ მივდივართ დასკვნამდე, უმეტეს შემთხვევაში განმსაზღვრელ შეფაებას თან უნდა ახლდეს განმავითარებელი შეფასებაც,წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივალთ სწავლის შედეგების გაუმჯობესებისკენ.
რაც შეეხება შეფასების რუბრიკებს, აუცილებელია, რომ მასწავლებელს ყველა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოსთვის წინასწარ ჰქონდეს  შედგენილი შეფასების კრიტერიუმები, რასაკვირველია, შემაჯამებელი სამუშაოს ტიპის მიხედვით შესაძლებელია შეფასების რუბრიკის მოდიფიკაცია. ისიც აუცილებელია, რომ მოსწავლე წინასწარ იცნობდეს შეფასების რუბრიკაში შემავალ თითოეულ კრიტერიუმს და მინიჭებულ ქულას, რათა ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და სანდო. მოსწავლის ნაშრომიც, რა თქმა უნდა, შესაბამისი კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს.
გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევე როგორც სხვა ტიპის დავალებები, შემაჯამებელი სამუშაოს ტიპიც უნდა შეირჩეს დიფერენცირებული სწავლების გათვალისწინებით, თუკი მასწავლებელს კლასში ჰყავს  სპეციალური საჭიროებების მქონე(სსსმ) მოსწავლე, ბუნებრივია, მისთვის შესაბამისი დონის ტესტით უნდა მოხდეს შეფასება.
7
მივდივართ დასკვნამდე, რომ შემაჯამებელი სამუშაოს შეფასება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ მისი შედგენა და ფორმის მიცემა. აუცილებელია შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზი, რომელზე დაკვირვებაც უნდა აწარმოოს მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად, განიხილონ დაშვებული შეცდომები, მოხდეს გაანალიზება და სწორ პასუხამდე მისვლა. ამგვარი ქმედება მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე, რომ შემაჯამებელი დავალება ემსახურებოდეს კონკრეტული საკითხის ან საკითხების შემოწმებას, როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მხრიდან; თუ რამდენად ამომწურავად იქნა კონკრეტული საკითხი გაგებული, მოსწავლეებისთვისაც მიღებული ქულის ნაცვლად პრიორიტეტი გადაინაცვლებს რეალური ცოდნის მიღებაზე.
გარდა ამისა, კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ მოსწავლეები გაცილებით მოტივირებულები არიან და ხალისით ეკიდებიან ისეთი შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებას, როგორიცაა პროექტი. მოგეხენებათ, პროექტი კომპლექსური და ზოგჯერ მასშტაბური დავალებაა, რომელშიც მოსწავლეები მუშაობენ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ამ შემთხვევაში მასწავლებელს განსაკუთრებული სიზუსტით მოეთხოვება შეფასების რუბრიკების შედგენა, აუცილებელია, რომ მოსწავლემ ყოველთვის იცოდეს პროექტზე მუშაობის რომელ ეტაპზე როგორ ფასდება, რა არის ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს, სანამ მოსწავლე საბოლოო სახით დაიმსახურებს განმსაზღვრელ შეფასებას და მიიღებს კონკრეტულ ქულას, მონიტორინგის პროცესში, რომელსაც მასწავლებელი უძღვება, როგორვ წესი, მოსწავლეს თავად შეუძლია დაასკვნას სრულიად ობიექტურად, რა ეტაპები განვლო, რა იყო მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც საშუალებას მოგვცემს, მოსწავლემ თვითონაც შეაფასოს საკუთარი ცოდნა, რაც  საშუალებას მისცემს მას, თვითონ წარმართოს თავისი სწავლის პროცესი და მასწავლებელი აღიქვას არა მხოლოდ არსებად, ვინც მექანიკურად უწერს კონკრეტულ ქულას, არამედ დამხმარედ, ფასილიტატორად, რომელიც ხელს უწყობს მისი უნარების განვითარება-გაუმჯობესებას, და, რა თქმა უნდა, ცოდნის გაღრმავებას კონკრეტულ საგანში.
ასე რომ, შემაჯამებელი დავალება თავის თავში უნდა გულისხმობდეს მრავალ ქვე აქტივობას, რომელიც ერთგვარი დამხამარე საშუალება იქნება სწავლა-სწავლების პროცესის მონიტორინგისა, რასაკვირველია, სწორად და გონივრულად შედგენელი შეფასების რუბრიკებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით.





8

კვლევის მიზნები და ეტაპები
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე,ჩემი კვლევის მიზანს წარმოდაგენს შემაჯამებელი სამუშაოს ეფექტიანობა ქათულ ენასა და ლიტერატურაში. ვინაიდან ქართული ლიტერატურის სწავლება ორიენტირებულია უმეტესად სააზროვნო უნარების განვიტარებაზე, შემაჯამებელი სამუშაო აუცილებელია სიზუსტითა და სწორად იყოს შერჩეული იმ კონკრეტული მასალის შესამოწმებლად, რომელსაც კონკრეტულ პერიოდშო სასწავლო პროგრამა, მოსწავლის უნარ-ჩვევები და მასწავლებლის მონიტორინგი ითავლისწინებს საგნის სიღრმისეული და უკეთ შესწავლისთვის.
იმისათვის, რომ ჩემს საკვლევ საკითხს თანმიმდევრულად და სიზუსტით მივყოლოდი, მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად შევადგინე კითხვარი როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. შევეცადე, რომ შეკითხვები ყოფილიყო ზუსტი და საკითხის გააზრებისთვის მაქსიმალურად ხელშემწყობი.ვინაიდან კითხვარის შევსების ფორმა გულისხმობდა ანონიმურობას, პასუხები გაცილებით გულწრფელად გამოიყურებოდა, რაც დამეხმარა საკვლევი მასალის უკეთ გააზრებასა და სწორი მიმართულებით სვლაში.
კითხვარები გამოიყურება შემდეგნაირად:

კითხვარი მოსწავლეებისათვის:

1.რა ტიპის შემაჯამებელ დავალებას ანიჭებთ უპირატესობას.
ზეპირი
წერითი (ტესტი, ესე, თემა)
2.ეკიდებით თუ არა პასუხიმგებლობით შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებას?
კი
არა
3.დროის რა ინტერვალით იღებთ თქვენ მიერ შესრულებული დავალების უკუკავშირს?
1 კვირა
2 კვირა
1 თვე
9
4.რამდენად გეხმარებათ შემაჯამებელი სამუშაოს შესრულება თქვენი ცოდნის დონის განსაზღვრაში?
სრულად
ნაწილობრივ
საერთოდ არა
5.გაცნობთ თუ არა მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმებს წინასწარ?
კი
არა
6.მოგწონთ თუ არა პროექტებზე მუშაობა?
კი
არა

7.რა სიხშირით უნდა ტარდებოდეს შემაჯამებელი სამუშაოები?
თვეში ერთხელ
სემესტრში ერთხელ

კითხვარი მასწავლებლებისთვის
1.რომელი ტიპის შემაჯამებელს ანიჭებთ უპირატესობას?
ზეპირი
წერითი (მიუთითეთ, ტესტი, ესე სხვა....)
პროექტი
2. აცნობთ თუ არა მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმებს წინასწარ?
დიახ
არა
ზოგჯერ
10

3. უნდა იყოს თუ არა შემაჯამებელი დავალება მოსწავლის შეფასების ძირითადი განმსაზღვრელი?
დიახ
არა
4. რა კრიტერიუმების მიხედვით ირჩევთ შემაჯამებელი სამუშაოს თემატიკას?
ესგ-ს სტდანდარტების გათვალისწინებით
მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გათვალისწინებით
ორივე
5. ადგენთ თუ არა დიფერენცირებულ შემაჯამებელ  დავალებას სსსმ მოსწავლისთვის?
დიახ
არა
6.შემაჯამებელი დავალება უნდა ფასდებოდეს...
განმსაზღვრელი შეფასებით
განმავითარებელი შეფასებით
7. არის თუ არა შემაჯამებელი დავალება მოსწავლეთა ცოდნის ერთგვარი უკუკავშირი ?
დიახ
არა
ნაწილორივ
8.რა ფორმით ატყობინებთ მოსწავლეებს შემაჯამებელ დავალებაში მიღებულ შეფასებას?
ვაცხადებ კლასში საჯაროდ
ვატყობინებ კლასში, მაგრამ ინდივიდუალურად
ვატყობინებ ინტერნეტით



11
9. შემაჯამებელ სამუშაოს განმსაზღბრელ შეფასებასთან ერთად ვურთავ განმავითარებელ შეფასებასაც
დიახ
არა
ზოგჯერ
10.რა ინტენსივობით უნდა იყოს სავალდებულო შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარება?
თვეში ერთხელ
ორ თვეში ერთხელ
სამ თვეში ერთხელ



გამოკითხვის საფუძველზე საკვლევი პრობლემის შედეგები

მოსწავლეებისთვის განკუთვნილმა კითხვარის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს წერითი ტიპის შემაჯამებელ დავალებას. 18 პროცენტს ურჩევნია ზეპირი, ხოლო პროექტს მხოლოდ უმცირესი ნაწილი ემხრობა.
რაც შეეხება შემაჯამებელი დავალების პასუხისმგებლობით შესრულებას, მოსწავლეთა თითქმის აბსოლუტური ნაწილის პასუხი დადებითია. შემაჯამებელი დავალების მომდევნო ეტაპი უკუკავშირია, ამ შემთხვევაში შედეგების გაცნობა, როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, ხდება 1 კვირიდან 2 კვირის ინტერვალში, რაც მისასალმებელია, რადგან, ვთვლი, რომ მასწავლებლის პირდაპირი და აუცილებელი ვალდებულებაა დროულად მიაწოდოს უკუკავშირი მოსწავლეს, რადგან უკუკავშირის პირდაპირპრპორციულია სწავლის პროცესის მონიტორინგის სწორი გზით წარმართვა და პრობლემების აღმოფხვრა.
როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, შემაჯამებელი დავალების მიზანი სწავლის მონიტორინგია, თუმცა გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ მოსწავლეთა აზრი ორად იყოფა, როგორც ჩანს, შემაჯამებელი დავალება ყოველთვის ვერ განსაზღვრას ზუსტად ცოდნის ხარისხსა და დონეს.

12

მოსწავლეთა პასუხებიდან ასევე ირკვევა, რომ თვეში ერთხელ შემაჯამებელი დავალება სრულიად ნორმალური ინტერვალია. რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმების გაცნობას მასწავლებელთა მხრიდან, მართალია, 97 პროცენტი აღნიშნავს, რომ კრიტერიუმებს იცნობენ წინასწარა, თმცა 3 პროცენტი საპირისპიროს ამტკიცებს, მიმაჩნია, რომ შემაჯამებელი სამუშაო და შეფასებეის კრიტერიუმები ერთი მთლიანობაა და სრულიად დაუშვებელია მოსწავლემ არ იცოდეს წინასწარ, თუ როგორ შეფასდება, რა უნარებს შეამოწმებს ის კონკრეტული შემაჯამებელი დავალება. მოსწავლეს არ უნდა გავუჩინოთ დაეჭვების საფუძველი და განცდა, რომ შესაძლოა მას ქულა დააკლეს,   ანდა ჰქონდეს გარკვეული კითხვის ნიშნები. ამიტომ შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ვალიდური და რელევანტური
ყველაზე კონტრასტული კი ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას მოსწაონს პროექტზე მუშაობა, თუმცა არც ერთი მათგანი არ განიხილავს პროექტს, როგორც შემაჯამაბელ სამუშაოს. აქედან შესაძლოა, დავასკვნათ, რომ პროექტი ნაკლებად ან თითქმის არ გნიხილება შემაჯამებელი დავალების ტიპად.
შემაჯამებელ სამუშაოდ შეფასებეული პროექტი მასწავლებლის მხირადნ მოითხოვს საკმაოდ დიდ სიზუსტეს შეფასების რუბრიკების მრავალფეროვნებას, რადგან პროექტი დროის ინტერვალით გაცილებით ხანგრძლივია, ამიტომ მასწავლებელს უწევს აქტიურად განმავითარებელ-განმსაზღვრელ შეფასებათა კრიტერიუმების შედგენა, დაკვირვების მატრიცის წარმოება, რათა ყველა ეტაპზე მოსწავლეებმაც იცოდნენ, თუ როგორ ფასდება მათი ეს ათუ ის უნარი, რომელსაც პროექტზე მუშაობისას ამჟღავნებენ.
მოსწავლეთა პასუხებიდან ირკვევა, რომ შემაჯამებელ დავალებაში ჭარბობს ტესტური დავალებები ღია და დახურული კითხვებით
იხილეთ დიაგრამები შედეგების უკეთ აღქმისთვის:









 რაც შეეხება მასწავლებელთა კითხვარის შედეგებს,მოსწავლეების მსგავსად, მასწავლებლებსაც წერითი შემაჯამებელი სამუშაოების ჩატარება ურჩევნიათ. მოსწავლეების პასუხის მსგავსად მასწავლებელთა თითქმის უმრავლესობა აცნობს წინასწარ შეფასების კრიტერიუმებს. ხოლო შეკითხვას, მოსწავლეთა ცოდნის ძირითადი განმსაზღვრელია თუ არა შემაჯამებელი დავალება, პასუხები ორად იყოფა, თუმცა 20 პროცენტით მეტი დადებითად ფიქრობს.

 ქართულ ენასა და ლიტერატურაში შემაჯამებელი დავალება კომპლექსურად უნდა იყოს შედგენილი ,რადგან კომპლექსურად ამოწმებს მოსწავლის ცოდნას ,ყველა სტანდარტის და ნორმის დაცვით, ეს ყველა მასწავლებელმა იცის და უმეტესობა ითვალისწინებს, როგორც მოსწავლეთა უნარ-ჩვევებს, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტსაც. ამ საკითხთანაა დაკავშირებული დიფერენცირებული შემაჯამებელი სამუშაოს შედგენაც, თუკი  გარემოებათა გათვალისწინებით მასწავლევბელს მოეთხოვება, ანუ სწავლების ინდივიდუალიზაცია, მოსწავლის, როგორც ინდივიდის შესაძლებლობათა მაქსიმალური გათვალისწინება
17
როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, შემაჯამებელი დავალებას თან ახლავს შეფასება, მასწავლებლები უმეტესად თვლიან, რომ განმსაზღვრელი შეფასება პრიორიტეტია, თუმცა მოგვიანებით შეკითხვაზე, განმავითარებელ შეფასებასაც ურთავენ თუ არა, უმეტესობა დადებითად პასუხობს მაშინ, როდესაც მოსწავლეთა პასუხებიდან ირკვევა, რომ განმავითარებელ შეფასებას ძალიან ხშირად ვერ იღებენ შემაჯამებელი სამუშაოს შესრულების შემდეგ. იკვეთება პრობლემა, რომელიც ყურადსაღები და მოსაგვარებელია.
განმავითარებელი შეფასება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მოსწავლე მასწავლებლისაგან იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მას განვითარებასა და საკუთარი  სწავლის გაცნობიერებაში ეხმარება, ამდენად, შეფასების ამგვარი ფორმა უფრო მეტად ურთიერთთანამშრომლობითია, ვიდრე განმსაზღვრელი შეფასება, განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებელი ქულას არ წერს, იგი მოსწავლეს აძლევს რჩევას, რეკომენდაციას, უჩვენებს პრობლემათა გადაჭრის გზებს, დააფიქრებს საკუთარი აზროვნების პროცესზე.შემაჯამებელ დავალებაში წარმოჩენილი სუსტი მხარის გაძლიერება ისევ შემაჯამებელი დავალებითაა შესაძლებელი.                                                                                        
შემაჯამებელეი დავალების ინტერვალზე მოსწავლეების მსგავსად მასწავლებელებიც ფიქრობენ, რომ სასურველია თვეში ერთხელ ტარდებოდეს. დეტალურად მონაცემები დიაგრამებზე შემდეგნაირად გამოიყურება:



პრობლემის იდენტიფიცირება, ინტერვენცია, დასკვნა
მოსწავლეთა და მასწავლებელთა ონლაინ  გამოკითხვისა თუ  პირადი ანკეტირების, ინტერვიუების დახარისხებისა და გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საყურადღებო პრობლემა.
პირველ რიგში, უნდა აღინიშმოს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე მასწავლებელს საშუალება აქვს შემაჯამებელი დავალებები გახადოს უფრო მრავალფეროვანი, რაც უბიძგებს თითოეულ მოსწავლეს უკეთ გამოამჟღავნოს სხვადსხვა უნარები,დაეხმაროს მათ გაუმჯობესებასა და სრულყოფაში.
ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, ისაა, რომ მასწავლებლები პროექტს არ იყენებენ შემაჯამებელი დავალების აქტიურ ტიპად. ფაქტია, რომ მოსწავლეებს მოსწონთ პროექტებზე მუშაობა,რასაც გამოკითხვის შედეგები მოწმობს.
საკუთარი გამოცდილებიდან ნათლად დავინახე, რომ პროექტზე მუშაობას ენთუზიაზმით ეკიდებიან როგორც საშუალო, ისე საბაზისო საფეხურის მოსწავლეები.
ამიტომ გადავწყვიტე  ჩემი მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა პროექტზე მუშაობა, რომელიც ერთ-ერთ შემაჯამებელ სამუშაოდ ჩაეთვლებოდათ. პირველ რიგში, მოსწავლეებთან ერთად შევადგინე გეგემა, თუ რა პრინციპით უნდა გვემუშავა. გადავანაწილეთ მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და სურვილების მიხედვით დავალებები,  სრული სიზუსტით შევადგინე შეფასების რუბრიკები და პერიოდულად ვაწვდიდი  წერილობით უკუკავშირს როგორც თითოეულ ჯგუფს, ისე ჯგუფში შემავალ თითოეულ მოსწავლეს. მოსწავლემ აუილებელია იცოდეს, თუ რა ეტაპზე როგორ ფასდება ის, რათა პროცესი იყოს სრულიად სანდო, გამჭვირვალე და ვალიდური.
პროექტებზე მუშაობისას მოსწავლეებში იგრძნობოდა მოტივაციის მაღალი დონე და თითოეულ ეტაპზე  უკუკავშირის მიღების შემდეგ უმეტესობა მათგანი ცდილობდა საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები მიხვდნენ, რომ დაუძლეველი არაფერია, რომ მათაც შეუძლიათ თავიანთ უნარებზე სწორად გათვლილი აქტივობის განხორციელება.  აღმოჩნდა, რომ პროექტი, როგორც შემაჯამებელი სამუშაო, სრულიად გამართლებული და შესაძლებელია,  რადგან ცოდნის განსაზღვრის საუკეთესო საშუალებაა, მუშაობის პროცესში იკვეთება მოსწავლის კვლევითი, შემოქმედებითი,  კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის, თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარები, პროექტი აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.
მე-6 კლასში პროექტზე მუშაობისას  „ტყე შეუნახე შვილებსა“ მოსწავლეებმა აქტიურად განახორციელეს ტრანსფერი,  გამოიყენეს ბუნებისმცოდნეობაში ნასწავლი მასალა, პერიოდული განმავითარებელი შეფასების მიცემით მოსწავლეებმა მარტივად, ხალისით შეასრულეს დავალება, მე კონსულტანტის როლში ვიყავი... აქ არა მარტო მოსწავლის, არამედ ჩემი კომპეტენციაც სრულად წარმოჩინდა,  სასურველია, რომ სხვადასხავა საგნისა და
21
სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა ერთად დაგეგმონ და განახორციელონ სასწავლო პროექტები, რადგან ასეთ ინტერდისციპლინარულ პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება ერთი და იმავე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში, შესაბამისად, მოსწავლე შეფასდება ერთდროულად რამდენიმე საგანში.  ვფიქრობ, რადგან პროექტზე მუშაობამ უკეთეს შედეგებზე გაიყვანა მოსწავლეები, ჩემთვისაც შედარებით მარტივი აღმოჩნდა შეფასება, რადგან ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ მქონდა როგორც ჯგუფის, ისე ინდივიდუალური შეფასების მატრიცა, მომავალ სასწავლო წელს ერთით მეტ შემაჯამებელს დავგეგმავ და ეს იქნება პროექტი.                                 
მეორე პრობლემა რომელიც საკითხის კვლევისას გამოიკვეთა ისაა, რომ წერითი დავალებების უმეტესობა წარმოადგენს ტესტს, უმეტესად დახურული სავარაუდო პასუხებით, მსგავსი ტიპის ტესტები ორიენტირებულია მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის დაგროვება- შემოწმებაზე და არაა მიმართული მოსწავლის სააზროვნო უნარების განვითარებისკენ. მსგავსი ტიპის ტესტში თითოეული შეკითხვა ფასდება თითო ქულით.რეალურად ასეთი ტიპის შემაჯამებელი დავალება ვერ განსაზღვრას მოსწავლის ცოდნის დონეს.ტესტი აუცილებელია შედგენილი იყოს მარტივიდან რთულისაკენ მიმართულებით, ღია და დახურული შეკითხვებით, რომელიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს გამოამჟღავნოს სააზროვნო უნარები და არა მხოლოდ მაგ. რომელიმე ტექსტიდან ფაქტობრივი მასალის ცოდნა.  ამიტომ ტესტს, როგორც შემაჯამებელ დავალებას, აქტიურად ვარ ვიყენებ, ტესტირების გზით ცოდნის შეფასებას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს.
საკუთარმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ მოსწავლეებს მოსწონთ, როდესაც მასწავლებელი მათთან ერთად წყვეტს, თუ რა ფორმით შეირჩეს შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარება,  მაგ : თუკი მასწავლებელმა უნდა აწერინოს ესე, სასურველია  შესთავაზოს რამდენიმე სათაური და მოსწავლეს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება.იმ შემთხვევებში, როდესაც ორი ან სამი მოცემულობა დავუსახელე, მოსწავლეებმა შემაჯამებელი წერისას გაცილებით მაღალი შედეგები აჩვენებს, რაც იმას მოწმობს, რომ აუცილებელია მოსწავლეს ჰოქნდეს თავისუფალი არჩევანის უფლება, რათა კონკრეტულ მოცემულობაში თავად გადაწყვიტოს რა საკითხზე ურჩევნია მსჯელობა და რა არის კონკრეტული მოსწავლისთვის აქტუალური პრობლემა. მასწავლებელი არჩევანის მიცემის საშუალებით იგებს მოსწავლეზე უფრო მეტს და აგროვებს ინფორმაციას მოსწავლის ინეტერესების შესახებ, ვინაიდან არგუმენტირებული ესე გულისხმობს, ძირითადად, თანამედროვე სოციალურ საკითხებზე მსჯელობას.
მნიშვნელოვანია ასევე შემოქმედებით უნარებზე გათვლილი შემაჯამებელი სამუშაო, მოსწავლეებს უჭირთ შმოქმედებითი თავისუფლება მიანიჭონ საკუთარ თავს და ლაღად და თამამად წერონ, ამიტომ მასწავლებელმა ხშირად უნდა მისცეს ასეთი ტიპი სდავალებები, რათა ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა წერით გაწაფულობას.  შესაძლებელია მოსწავლეებს შემაჯამებელ დავალებად მივცეთ „გააგრძელე ამბავი...“ ასეთ შემთხვევაში მოსწავლე მაქსიმალურად ორიენტირებულია იფიქროს ღრმად და საინტერესოდ, შევეცადე მოსწავლეებისათვის მიმეცა არჩევანის უფლება, მაგ. ვაწერინე „შექმენი ანდაზის მიხედვით იგავი და დაასათაურე კიდეც, აღწერე სურათი, შექმენი კომიქსის მიხედვით თხზულება, საკვანძო სიტყვების გამოყენებით, დაწერე ამბავი, სიუჟეტის განვითარების საფეხურების გამოყენებით შექმენი ზღაპარი, ( რა თქმა უნდა, სიუჟეტის საფეხურებს თავად ვახსენებ), ასევე
22
ვაძლევ საჭირო მითითებებს. არჩევანის შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი შეფასების კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, ყველა დავალებისათვის შესაბამისი კრიტერიუნებით, მაგ, იქ
სადაც იყო დასათაურება, შეფასების კრიტერიუმი დავიწყე  „1. საინტერესო, ორიგინალური სათაური- 2ქ“.  აღწერითი ტიპის ტექსტისთვის მაღალი ქულა მივანიჭე-„ ტექსტში მხატვრულ- გამომსახველობითი ხერხების გამოყენება- 3ქ „  ასევე მნიშვნელოვანია ქულების გონივრული გადანაწილება, კრიტერიუმების წინასწარი გაცნობით  მივეცი უკუკავშირი, ასევე ხელი შევუწყე   მოსწავლეებში ობიექტური თვითშფასების ჩამოყალიბებას. შედეგი კარგი იყო,როგორც თავად აღნიშნეს, აღარ ღელავდნენ და უფრო თავდაჯერებულნიც იყვნენ, რომ  დავალებას თავს გაართმევდნენ.  აქ გსათვალისწინებელია მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები, რომელთა პასუხისმგებლობის გრძნობა გაცილებით მაღალია და მათი ემოციურობა კიდევ უფრო მეტი.
მიმაჩნია, რომ შემაჯამებელი დავალების დაწყებამდე, მასწავლებელმა კიდევ ერთხელ უნდა მისცეს მოსწავლეებს გარკვევით ინსტრუქცია, თუ რას ამოწმებს მასწავლებელი იმ კონკრეტული დავალებით, რაზე გაამახვილონ ყურადღება. ასევე დასაშვებად მიმაჩნია შემაჯამებელი დავალების შესრულებისას მოსწავლემ მასწავლებელს დაუსვას შეკითხვა, რათა  პასუხგაუცემლობით არ დავთრგუნოთ მოსწავლე.
ზეპირი შემაჯამებლის როლი არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული ენისა და ლიტეარატურის სწავლებისას. ამ შემთხვევაში მასწავლებელს საშუალება აქვს მოსწავლე შეაფასოს ისეთი კრიტერიუმებით, როგორსაც წერითი დავალება ვერ იძლევა. ზეპირი შემაჯამაებლისას მოსწავლე იუმჯობესებს როგორც საპრეზენტაციო უნარებს, ისე მსჯელობისა და ანალიზის უნარ-ჩვევებს.
მოსწავლეთა ნაწილს არ მოსწონს ზეპირი შემაჯამებელი, პრეზენტაცია იმის გამო, რომ ვერ ფლობენ საპრეზენტაციო უნარებს ( კონტაქტი აუდიტორიასტან, ტანამიმდევრული და ლოგიკური მსჯელობა, ინტონაციის ცვლა....) ამ პრობლემის დაზლევის მიზნით დავგეგმე გაკვეთილებზე 5-წუთიანი ესეების წერა და პრეზენტაცია აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, ასევე ვურჩიე მოსწავლეებს,რომ სახლში სარკის წინ მოუთხრონ საკუთარ ტავს ან ოჯახის წევრებს რაიმე ამბავი, წაიკითხონ ტექსტი მხატვრულად, ჩაიწერონ და მოუსმინონ, იმუშაონ საკუთარ თავზე... ამ პრობლემის დაძლევა გარკვეულ დროს მოითხოვს და მოსწავლის მხრიდან ძალისხმევასაც,  მაგრამ მეტ- ნაკლებად დაძლევადია და სემდეგშიც გავაგრძელებ ამ კუთხით მუშაობას
როდესაც განვიხილავთ შემაჯამებელ დავალებას ქართულ ლიტერატურასა და ენაში, აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ შემაჯამებელი სამუშაო უნდა ამოწმებდეს მოსწავლის ცოდნას რომელიმე კონკრეტულ საკითხში, ვფქირობ, დაუშვებელია, შემაჯამებელი სამუშაო იყოს მრავლისმომცველი, კომპლექსური და ისეთი, რომ მოსწავლეს გაუჭირდეს მისი შესრულება ერთი გაკვეთილისთვის განკვუთვნილ დროში.
დასასრულს დავძენ, რომ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში შემაჯამებელი სამუშაოს მრავალფეროვნება, მოსწავლეთა უნარებისა და კონკრეტული მასალის შემოწმების გათვლის მიზნით შედგენილი დავალებები, სწორად და მიზანმიმართულად შედგენილი შეფასების
23
კრიტერიუმები აშკარა ინდიკატორია მოსწავლეთა სწავლებისა და კონკრეტული ცოდნის დონის შემოწმებისა.
ამ საკითხებზე მუშაობამ მე თვითონაც უფრო მეტად დამაფიქრა და ვფიქრობ შემდეგი სასწავლო წლიდან მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდები შემაჯამებელი დავალების ტიპის შერჩევასა და ობიექტურ შეფასებას.

პირველი და მეორე სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი

მე-6 კლასი:   შემოქმედებითი წერა  I და  II სემესტრის თითო ნიმუში

ქულების ანალიზი
1 ქულა
0
0

2 ქულა
0
0

3 ქულა
0
0

4 ქულა
0
0

5 ქულა
2
1

6 ქულა
3
0

7 ქულა
8
12

8 ქულა
10
8

9 ქულა
3
5

10 ქულა
3
3
-



პირველი სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოს შედეგის შეჯამებისა და ანალიზის შედეგად გადავწყვიტე ჩამეტარებინა მოსწავლეთა გამოკითხვა ანკეტირების სახით და გამეგო  რა  იყო მათთვის რთული და რატომ,  პასუხად მივიღე, რომ შემოქმედებითი წერა მოითხოვს
 შესაბამის განწყობას, ფანტაზიის გაღვიძებას,მდიდარ ლექსიკურ მარაგსა და მხატვრულ- გამომსახველობითი ხერხების გამოყენებას, მათი აზრით, დავალება გაუმარტივდბოდათ, თუკი მე კონკრეტული თემის მაგივრად მივცემდი არჩევანის საშუალებას, ასევე გაუმარტივდებოდათ წერა, თუკი თემასთან დაკავშირებულ საკვანძო  ლექსიკასაც შევთავაზებდი და მხატვრულ ხერხებსაც შევახსენებდი
სასწავლო წლის ბოლოს ჩავატარე მეორე ანკეტირება, სადაც აღნიშნეს, რომ მათი შედეგები გაუმჯობესდა.

24

ქულების  პროცენტული
ანალიზი
1 ქულა
0%
0%

2 ქულა
0%
0%

3 ქულა
0%
0%

4 ქულა
0%
0%

5 ქულა
7%
1%

6 ქულა
10%
0%

7 ქულა
28%
41%

8 ქულა
35%
28%

9 ქულა
10%
17%

10 ქულა
10%
10%
-





შედეგების თანახმად შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მნიშვნელოვანია უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს შემაჯამებელი სამუშაოს სრული სიზუსტით წარმართვას, რათა უფრო გაიზარდოს მისი როლი სწავლის სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.












25
გამოყენებული ლიტერატურა:
●ბოჭორიშვილი მანანა (2105) პრაქტიკული პედაგოგიკაშემაჯამებელი დავალების შედეგების ანალიზის პრაქტიკა. ინტერნეტგაზეთი mastavlebeli.ge
●ინასარიძე მაია, ნაჭყებია მაია(2006) ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდები
●ტყემალაძე რუსუდან (2008) სწავლება და შეფასება




















26
კვლევის წარდგენის შედეგები


კვლევის წარდეგნა მოხდა კათედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წარმომადგენლები და საგნობრივი კოლეგები.
წარდგენის შემდეგ მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია ნაშრომს, გამოიკვეთა ძირითადი დამოკიდებულება, რომ შემაჯამებელი დავალება  მნიშვნელოვან როლს
ასრულებს სასწავლო პროცესში, თუმცა ექვემდებარება ერთგვარ მოდიფიკაციას შემაჯამებელი დავალებისადმი მიდგომა, კერძოდ, მასზე უფრო მეტი როლის დაკისრება, შეფასებისას.
კოლეგები დამეთანხმნენ, რომ შემაჯამებელი დავალების შერჩევისას, სასურველია მასწავლებელმა გაითვალისწინოს და მიმართოს იმ ტიპის  დავალებებს, რომლებიც ზემოთაა ჩამოთვლილი.
როგორც უკვე აღინიშნა, კვლევას ესწრებოდნენ ჩემი საგნობრივი კოლეგები: ნ გიგოლაშვილი, ნ. ოკუჯავა, მ.წიკლაური
მათ აღნიშნეს, რომ შემაჯამებელი  დავალების როლი ქართულ ენასა და ლიტერატურასთან  მიმართებაში მნიშვნელოვანია და საჭიროა იმ ტიპის დავალებების უფრო აქტიურად მიწოდება მოსწავლეებისთვის, რომელზედაც პრეზენტაციის დროს ვისაუბრე. იმ ფაქტსაც დაეთანხმნენ, რომ მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებები მოსწავლის სხვადასხვა უნარების განვითარებაში ხელშემწყობია. ასევე დასძინეს, რომ შემაჯამებელი დავალების შეფასებაზე უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებენ, რათა მასწავლებლისაგან მიღებული უკუკავშირი უფრო მეტად იყოს მათ საჭიროებებზე გათვლილი.
კვლევა, როგორც პედაგოგს, დამეხმარა, უკეთ განმესაზღვრა ჩემი მოსწავლეებისთვის შემაჯამებელი დავალების ტიპები და მისი მოცულობა გაკვეთილის დროსთან შესაბამისობით, რაც არსებითად მნიშვნელოვანია დავალების ეფექტიანად შესასრულებლად.
ასე რომ , კიდევ ერთხელ დავძენ, როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებ შემაჯამებელი დავალებების რაგვარობაზე, რომელიც მოსწავლეთა კონკრეტული ცოდნის ინდიკატორი იქნება და სწორად მიღებული უკუკავშირი კი საწინდარი სწავლის პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისთვის.