Sunday, May 7, 2017

ძველი კულტურული ძეგლები

პროექტის მიზანი: ქართული სიძველეების განსაკუთრებულობის, ღირებულებების დაფასება. ქართული კულტურის პოპულარიზაცია, მოსწავლეების დაინტერესება ისტორიული არქიტექტურული ძეგლებით, ხელნაწერებით, მუზეუმებით, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებას, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

ევროპული ფასეულობები ქართულ ცნობიერებაში

პროექტის მიზანი: დასავლურ სამყაროსთან სწრაფი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის პერიოდში საკუთარი და ახალ ფასეულობათა სისტემის გაცნობიერებულად გააზრება; ევროპული ფასეულობების გათავისება; ჩვენსა და მათ შორის არსებული განსხვავების გადალახვა.