Saturday, June 24, 2017

ეროვნული საუნჯე

პროექტის მიზანი:აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს  ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას;  მოსწავლეები შეაგროვებენ  ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან და გაიფართოვებენ ცოდნასთვითონვე იქნებიან ჩართულები სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვისა  და განხორციელების პროცესში მოიძიებენ საილუსტრაციო ფოტოსურათებს ;  გზამკვლევისათვის მოიძიებენ რუკას, მიანიშნებენ ძეგლის ადგილმდებარეობას;

მოსწავლეების მიერ დამზადებული საინფორმაციო ბროშურა-გზამკვლევები:


მოპოვებული მასალები:


ასურელი მამები

აბო თბილელის სახელობოს ტაძარი




Thursday, June 15, 2017

ჩემი რუსთაველი

პროექტის მიზანია, მოსწავლეებს აღეძრათ ინტერესი, რომ დიდტანიანი ნაწარმოები რაც შეიძლება მარტივად, ეფექტურად და ხარისხიანად შეისწავლონ. მიიღონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჯერ კიდევ კვლევის ობიექტად ქცეული ნაწარმოების შესახებ. დააფიქროს მოსწავლეები აქტუალურ-პრობლემატურ საკითხებზე, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, შეაფასონ ესა თუ ის მოვლენა,მოძებნონ კავშირი წარსულსა და თანამედროვეობას შორის. ჩვენ მიერ შედგენილი მასალა გამოსაყენებელი იქნება იმ მოსწავლეებისათვის, რომელთათვისაც ხელმისაწვდომი არ არის საინფორმაციო წყაროები, ასევე დაეხმარება ტექსტზე მუშაობის პროცესში.

Sunday, May 7, 2017

ძველი კულტურული ძეგლები

პროექტის მიზანი: ქართული სიძველეების განსაკუთრებულობის, ღირებულებების დაფასება. ქართული კულტურის პოპულარიზაცია, მოსწავლეების დაინტერესება ისტორიული არქიტექტურული ძეგლებით, ხელნაწერებით, მუზეუმებით, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებას, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

ევროპული ფასეულობები ქართულ ცნობიერებაში

პროექტის მიზანი: დასავლურ სამყაროსთან სწრაფი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის პერიოდში საკუთარი და ახალ ფასეულობათა სისტემის გაცნობიერებულად გააზრება; ევროპული ფასეულობების გათავისება; ჩვენსა და მათ შორის არსებული განსხვავების გადალახვა.