Saturday, March 8, 2014

"მშობლები და შვილები"



პროექტის სახელწოდება: ,,მშობლები და შვილები’’
პროექტის მთავარი იდეა: კონფლიქტის მოგვარება და თავიდან აცილება;
პროექტის აქტუალობა: პრობლემა აქტუალურია, რადგან ახალ თაობას ყოველთვის ასე ჰგონია, რომ უფროსებს არ ესმით მათი და ხშირად უჭირთ საერთო ენის გამონახვა, დიალოგის აგება;
დააკვირდებიან, როგორ აისახება თაობათა ურთიერთობები ლიტერატურაში                   
 სასწავლო პროექტის მიზნები და შედეგები:მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით ; წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების შესადგენად, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად, არგუმენტაციისათვის იყენებს ციტატებს სხვადასხვა წყაროდან, ცხრილებს, ფოტოებსა და ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციებს.
მოსწავლეს შეუძლია ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით, ასევე საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
მონაწილეთა ასაკი: 14-15
ვადები და ხანგრძლივობა: სამი კვირა
მოსალოდნელი შედეგები: ვიდეოკოლაჟი და პრესკონფერენცია;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წინები, ბიბლიოთეკა, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, საკომფერენციო დარბაზი,  კალამი,  ფურცლები;
პროექტის მსვლელობა
შერჩეული თემის მიხედვით შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება;
1.                  ავირჩევთ სასწავლო  დროს-სამი კვირა, კლასს დავყოფ მიზნობრივი გადანაწილების პრინციპით ჯგუფებად,რომლებსაც განსხვავებული გეგმები აქვთ.
2.                  ჯგუფებში მოვალეობები გადანაწილდება-ვინ რას და როგორ გააკეთებს, ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი.
3.                  აქტივობების განხორციელება:როლური თამაშისათვის გადანაწილდება როლები-მშობლები,შვილები,  ჟურნალისტები(მშობლებისა და შვილების პოზიციის გამზიარებლები)
4.                  პრეზენტაცია- პრესკონფერენცია ,,შვილებით უკმაყოფილო მსობლებთან’’ ვიდეოკოლაჟით
5.                  პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან მესხიშვილი;
6.            ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ketmeskhishvili@gmail.com

7.            პროექტის ვებ-გვერდი:http://ketmeskhishvili.blogspot.com/ 

Tuesday, March 4, 2014

ტრენინგის მე-9 დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და დიზაინის შეცვლა, ფოტოსურათის გადატანა, თუმცა უკვე აღარ მახსოვს.

ჩემ შესახებ

მე გახლავართ ქეთევან მესხიშვილი, ვმუშაობ 175-ე სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. გისურვებთ ასეთ განწყობას!